logo
ENG



პესკოვის თქმით, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა "სპეცოპერაციის" მიზანი არ არის

21 ნოე 202215:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/21/7edrcppe1eo6gms.jpg

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა "სპეცოპერაციის" მიზანი არ არის.

კითხვაზე არის თუ არა უკრაინის წინააღმდეგ "სპეციალური ოპერაციის" ერთ-ერთი მიზანი უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა, პესკოვმა უპასუხა, რომ "სპეცოპერაციის" მიზანი ეს არ არის და პრეზიდენტმა ამაზე უკვე ისაუბრა.

ბრიფინგზე პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომ მოსკოვი არ ეძებს მშვიდობას, არამედ ცდილობს მოლაპარაკებას უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა ამოისუნთქოს. ამასთან დაკავშირებით, კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს მიაღწიოს თავის მიზნებს და ის [რუსეთი] მათ მიაღწევს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა